Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ მედმუშაკს 85 პაციენტის მკვლელობისათვის


გერმანია, 2019 წლის 6 ივნისი: საავადმყოფოებში 85 პაციენტის მკვლელობისათვის მსჯავრდებული ყოფილი მედმუშაკი, ნილს ჰოეგელი ქალაქ ოლდენბურგის სასამართლოში
გერმანია, 2019 წლის 6 ივნისი: საავადმყოფოებში 85 პაციენტის მკვლელობისათვის მსჯავრდებული ყოფილი მედმუშაკი, ნილს ჰოეგელი ქალაქ ოლდენბურგის სასამართლოში

გერმანიაში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ მედმუშაკს, ნილს ჰოეგელს, 85 პაციენტის მკვლელობისათვის.

2000-2005 წლებში ჰოეგელი პაციენტებს უკეთებდა მომაკვდინებელ ინექციებს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების, ოლდენბურგისა და დელმენჰორსტის, ორ საავადმყოფოში. მას დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წაასწრეს.

ბრალდების მხარის თანახმად, ჰოეგელი პაციენტებს მომაკვდინებელ ინექციებს უკეთებდა, რათა მათი გადარჩენა ეცადა. მოტივად მიჩნეულია კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენის, ან მოწყენილობის გამო რაღაცის გაკეთების სურვილი.

დასკვნით სიტყვაში 42 წლის ჰოეგელმა ბოდიში მოიხადა.

XS
SM
MD
LG