Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ გამორიცხავს ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის შეხებას მის ქსელებზე


„სს ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მწუხარებას გამოთქვამს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში(ყაზბეგი) ჩამოვარდა კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ვერტმფრენი. კომპანიის ინფორმაციით, დაიღუპა პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.

სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩამოვარდნამდე ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა, მანამდე კი აფეთქების ხმა გაიგეს.

XS
SM
MD
LG