Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისთან დაკავშირებით ნათია თურნავამ კითხვებს უპასუხა


რატომ შევიდა პოლიცია მაინცდამაინც პანკისში, როცა სხვა რეგიონებშიც გამოდის მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ? „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელის გიგა ბოკერიას კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ყველაგან, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ინვესტორს, ხდება რეაგირებას.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ელექტროენერგია, პანკისის მოსახლეობას კი დასაქმება“,- განაცხადა თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, ის, რაც პანკისში მოხდა სამწუხარო გაუგებრობა იყო.

„მეც ვგრძნობ ჩემს პასუხიმგებლობას შექმნილ პრობლემაზე და მე დავინახე დიდი გამოწვევა მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილში“, - თქვა მან. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია ხდებოდეს მანამდე, სადაც ჰესის მშენებლობის ნებართვა გაიცემა და არა ნებართვის გაცემის შემდეგ.

XS
SM
MD
LG