Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო უბანზე მომხდარ გახმაურებულ ინციდენტებზე ორი გამოძიება დაიწყო


მთაწმინდის ოლქში არჩევნების მიმდინარეობისას გახმაურებულ ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების საფუძველზე ორი საქმე აღძრა.

მე-17 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ
განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით.

მე-18 საარჩევნო უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური
ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს და ერთმანეთს უპირისპირდებიან ოპოზიციონერი შალვა შავგულიძე და მმართველი პარტიის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე.

XS
SM
MD
LG