Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა თურქეთს მისცა ვადა, გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა  S-400-ის შეძენას


თურქეთმა ივლისის ბოლომდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეიძენს რუსულ საზენიტო სისტემა S-400-ს შეიძენს, თუ მეხუთე თაობის ამერიკულ გამანადგურებელ ბომბდამშენს F-35.

ბიბისის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰენმა ეს ულტიმატუმი თავის თურქ კოლეგას აკარ ჰულუსის წერილობით წაუყენა. მისი თქმით, თურქეთი ვერ შეძლებს ერთდროულად შეიძინოს როგორც რუსული სისტემები, ისე ამერიკული მოიერიშე.

ამერიკის ხელისუფლების მტკიცებით, S-400 შეუსაბამოა ნატოს თავდაცვით სისტემებთან და საფრთხეს უქმნის ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოებას. მის ნაცვლად ვაშინგტონი ანკარას სთავაზობს შეიძინოს ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი „პატრიოტი“.

XS
SM
MD
LG