11 ივნისს ქუთაისში დაფუძნდა მოძრაობა „პერსპექტივა ქუთაისს“, რომლის მიზანიცაა სამოქალაქო აქტიურობის გაძლიერება ქუთაისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის შექმინისთვის; საზოგადოებრივი განწყობის ჩამოყალიბება 2020 წლის არჩევნებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის იმ იდეებისა და წინადადებების შეთავაზება, რომელიც ქუთაისის პერსპექტივას განაპირობებს.
იდეის ავტორები სამოქალაქო აქტივისტები ია იაშვილი და ქეთი დეისაძე არიან.
„დღეს, ჩვენს ქვეყანას და მათ შორის ქუთაისს, ყველაზე დიდ საფრთხეს სამი პრობლემა უქმნის: სიღატაკე, მიგრაცია და ნიჰილიზმი. მათ შორის, მიგრაცია ოჯახებით, რაც ქმნის იმ საშიშროებას, რომ 2020 წლის არჩევნებამდეც კი, ბევრი პროგრესულად მოაზროვნე და შრომისუნარიანი ადამიანი დატოვებს ქალაქს. ახალგაზრდებს არ აქვთ პერსპექტივა და მოტივაცია იცხოვრონ ქუთაისში. ამიტომ გვინდა ჩვენი მოძრაობით მოვახდინოთ საზოდაგოების კონსოლიდაცია, შევაფხიზლოთ და ვესაუბროთ რეალურ მდგომარეობაზე. არჩევნების ბედი არ წყდება მხოლოდ არჩევნების დღეს. არჩევნების შედეგებს განაპირობებს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც მოქალაქეების აქტიურობის გარეშე სრულფასოვენი ვერ იქნება. ჩვენ გვინდა მკაფო პასუხები და პოზიციები კითხვაზე - რა პერსპექტივა ელოდება ქუთაისს?“ - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ია იაშვილი.
სამოქალაქო მოძრაობის წევრები უახლეოს დღეებში შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებს.