Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი ივან გოლუნოვი თავისუფალია


შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა ივან გოლუნოვი, რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომლის დაპატიმრებამ ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია ქვეყნის ჟურნალისტებს შორის. 11 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა გამოაცხადა, რომ გოლუნოვს მოეხსნა წაყენებული ბრალდებები.

გოლუნოვს მოხსნეს ელექტრონული სამაჯური და მან დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილება. ჟურნალისტებთან საუბარში გოლუნოვმა თქვა, რომ გააგრძელებს თავის საქმიანობას.

კოლოკოლცევის განცხადება მოულოდნელი განვითარება იყო ამ პროცესში. გოლუნოვის გათავისუფლებას მიესალმა რუსეთის და უცხოეთის ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც თვლიდნენ, რომ გოლუნოვის დაპატიმრება იყო შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

გოლუნოვი 6 ივნისს დააპატიმრეს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით. ის მტკიცედ უარყოფდა ბრალს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაპატიმრებისას, ან დაპატიმრების შემდეგ გოლუნოვს სცემეს, მან მიიღო დალურჯებები, ჭრილობები, ტვინის შერყევა და დამტვრეული აქვს ნეკნები.

გოლუნოვის გათავისუფლების შესახებ განცხადებაში მინისტრი წერს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს გოლუნოვის დაკავების ოპერაციაში ჩართული პოლიციელები და მათ გარშემო დაიწყო უწყების შიდა გამოკვლევა.

XS
SM
MD
LG