Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს დეკლარაციას ისტორიული დოკუმენტი უწოდა


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი უწოდა დეკლარაციას, რომელიც აშშ-მა და საქართველომ მიიღეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეათე წლისთავის აღსანიშნავად.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დოკუმენტი აფასებს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილ ათწლიან პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებას და აყალიბებს პოლიტიკურ ხედვას, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში განსაზღვრავს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„დოკუმენტი მოიცავს ყველა მიმართულებას - უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალის რეალიზაციის უზრუნველყოფას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში და ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის“ - უთხრა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში 11 ივნისს ჩავიდა. იმავე დღეს გაიმართა მისი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG