Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება


„ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია, რომელიც შენობების ჩანაცვლების პროექტზე იმუშავებს, უკვე გამოვლენილია.

"ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანია. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილში", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს დედაქალაქის მერიაში, გამარჯვებული კომპანიაა „ვარკეთილი დეველოპმენტი“. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანიამ მუნიციპალიტეტს 7545 კვ.მ საცხოვრებელი ფართი უნდა გადასცეს. მერიის ქონების მართვის სამსახურის განცხადებით, საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მუნიციპალიტეტს.

დედაქალაქის მერიამ ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა, ამ დრომდე, დაინტერესება არც ერთ სამშენებლო კომპანიას არ გამოუთქვამს.

XS
SM
MD
LG