Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე უარყოფს, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვოს


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭორი უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ თანამდებობას ტოვებს და მას სავარაუდოდ, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ფაქტიურად ყოველკვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას. ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთება გამიჭირდება“ - თქვა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას სამთავრობო გუნდთან ერთად წარდგენილი აქვს სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს და ანგარიშვალდებულია ხალხის და პარლამენტის წინაშე.

„ესეთი ჭორები, როგორიც ბოლო ორი წელია მესმის, კიდევ ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG