Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შენეჰანმა, არ მოისურვა თავდაცვის მინისტრობა.

ამის შესახებ ტვიტერში წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი. მისი სიტყვებით, შენეჰანმა თვითონვე გადაწყვიტა გადადგომა, არ მოისურვა დალოდებოდა მინისტრის პოსტზე დამტკიცებას, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის ოჯახს.

პრეზიდენტმა ასევე ტვიტერში დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს არმიის მინისტრი მარკ ესპერი.

თავდაცვის მინისტრად არავინ დანიშნულა მას შემდეგ, რაც იანვარში ამ თანამდებობიდან გადადგა ჯეიმს მატისი, პოლიტიკური კურსის გარშემო ტრამპთან უთანხმოების ფონზე.

ტრამპმა მაისში გამოაცხადა, რომ შენეჰენი წარადგინა თავდაცვის მინისტრად, მაგრამ სენატში დაყოვნდა მისი კანდიდატურის დამტკიცების პროცესი.

ტრამპის განცხადების ფონია დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.

უფრო ადრე გამოცემა „USA Today“-მ გაავრცელა ცნობა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ამოწმებს 2010 წლის ცნობებს შენეჰენისა და მისი მაშინდელი მეუღლის ურთიერთბრალდებების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG