Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ დაზარალებულებს


უფლებადამცველები უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად დაზარალებულებს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მზად არის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ ნებისმიერ პირს აღმოუჩინოს უფასო სამართლებრივი დახმარება საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში. დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციასთან დაკავშირება შეუძლიათ ნომრებზე: 2 99 88 56 ან 599 899 627

ნებისმიერი დაზარალებულისთვის უფასო იურიდიული დახმარების გასაწევად მზად არის „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ორგანიზაციასთან დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე: 2 37 69 50 და 555 78 77 55.

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებაზე მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი. სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება და სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის მისაწოდებლად ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს: 1481.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG