Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაჯდა


რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე დასხდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები - რამდენიმე ათეული ახალგაზრდა. მათი თქმით, თუკი 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, საავტომობილო გზას არ გახსნიან 22 ივნისის 19:00 საათამდე.

რუსთაველის გამზირზე რჩება მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელმაც არ გაიზიარა 21 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორების - „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენლების მოწოდება - აქციის ოფიციალური ნაწილის დასრულებისა და აქციის 22 ივნისს 19:00 საათზე გაგრძელების თაობაზე.

უცვლელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნები: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს; დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

XS
SM
MD
LG