Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე უცხოელ დიპლომატებს ესაუბრა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრა გამართა.

„პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამციებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG