Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშავებული პირი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს


ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას თქმით, კვლავ ვერ ხერხდება საპროტესტო აქციის დროს დაშავებული იმ მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელიც კლინიკაში შეყვანის მომენტიდან უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ლევან ბესელიას თქმით, პაციენტი, რომელსაც თავის არეში აქვს რეზინის ტყვია მოხვედრილი, ამ დროისათვის რეგიონალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

„ჩვენთან შემოყვანილი 28 პაციენტიდან ყველა გაეწერა, 6-ის გარდა, თუმცა მაითი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. დღეს ექვსივე მათგანი სახლში გაწერება“, - განაცხადა ლევან ბესელიამ.

20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 პოლიციელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG