Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიჭმა, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს, სინათლე დაინახა


დემეტრე ნაყოფია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავდა და თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, უკეთ არის - ექიმებმა მისი თვალის გადარჩენა შეძლეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და როგორც მისი მეგობრები წერენ სოციალურ ქსელში, დემეტრე უკვე მკაფიო სინათლეს ხედავს.

დემეტრეს მეგობარმა, პოეტმა ნიკა ლაშხიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ექიმების განცხადებით, გაჩნდა იმედი, რომ მხედველობას არ დაკარგავს.

ამის შესახებ ნიკა ლაშხიამ ფეისბუკზეც დაწერა.

20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 პოლიციელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG