Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლების პირობა დაასახელა 


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლების პირობად დაასახელა „რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის გაქრობა“. ამის შესახებ მან პარასკევს განუცხადა ერბეკას.

„საქართველოში უნდა მოხდეს ვითარების ნორმალიზებადა უნდა გაქრეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხე“, განაცხადა მან. როგორ შეფასდება საფრთხის არარსებობა, ამის შესახებ მას არ ულაპარაკია.

21 ივნისს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან უკრძალავს მოქალაქეების გადაყვანას რუსეთიდან საქართველოში. აკრძალვა შემოღებულ იქნა „ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“. ბრძანებულებაში არ არის განსაზღვრული მისი მოქმედების ვადები.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოსახლეობას უსაფრთხოების მოსაზრებებით ურჩია, თავი შეიკავოს საქართველოში მოგზაურობისგან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში დაზარალდნენ რუსეთის პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები.

20 ივნისს მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. ხალხი აღაშფოთა პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG