Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები კვირას მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ მარშში


კიევის პრაიდი. 2017 წ. 18 ივნისი.
კიევის პრაიდი. 2017 წ. 18 ივნისი.

უკრაინელი სამხედროები კვირას მონაწილეობას მიიღებენ თანასწორობის მარშში, რომელიც კიევში გაიმართება. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ვიქტორ პილიპენკომ.

მისი სიტყვებით, სამხედრო მოსამსახურეების კოლონაში სულ მცირე 15 ადამიანი იქნება, იტყობინება უკრაინის „ადამიანის უფლებების საინფორმაციო ცენტრი“. პილიპენკოს იმედი აქვს, რომ მის მოწოდებას მეტი მონაწილე გამოეხმაურება.

„მარში ტარდება ჩვენი და თქვენი უფლებებისთვის - ამ ქვეყნისთვის, სადაც მოქმედებს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც სამართალდამცავი ორგანოები იცავენ კანონს, სადაც თანასწორობა და თანასწორი შესაძლებლობებია ყველასთვის“ - წერს პილიპენკო.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სიტყვებით, ლგბტ სამხედროების ცალკე კოლონის შექმნის იდეა მას გაუჩნდა საჯარო ქამინგ აუთის დროს, რომელიც შარშან ჩაატარა.

16 ივნისიდან მოყოლებული კიევში ტარდება თანასწორობისა და ინკლუზიურობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია ორგანიზაცია „კიევპრაიდის“ ეგიდით. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს არანაკლებ 10 ათასი ადამიანისა. ღონისძიებებზე დაპატიჟებულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ლგბტ მარშის პარალელურად ქალაქის ცენტრში გაიმართება მის მოწინააღმდეგეთა აქცია.

2018 წელს კიევში მეხუთედ გაიმართა გეი-აღლუმი. სხვადასხვა შეფასებებით, მასში ორიდან ხუთ ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG