ბზნესმენი მამუკა ხაზარაძე მზად არის ხელი შეაშველოს საქართველოს ტურიზმის ბიზნესს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს საავიაციო მიმოსვლა საქართველოსთან, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეუქმნას.
„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ - წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.