Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგეს გახარია და გაათავისუფლონ დაკავებულები - რუსთაველზე აქცია გრძელდება


უკვე საათზე მეტია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მოთხოვნებია გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და გადადგეს გიორგი გახარია.

ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად მათ ხელისუფლებას დღის ბოლომდე მისცეს ვადა.

დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა დაიწყოს პროცედურები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს, მცირე კამათი მოჰყვა პარლამენტის წინ პოლიტიკოსების, მათ შორის, გიგა ბოკერიას და ზაალ უდუმაშვილის გამოჩენას, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.

აქციაზე ამ დრომდე სიტყვით არ გამოსულან პოლიტიკური ლიდერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG