Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველი გადაკეტილია - საპროტესტო აქციაზე ხალხმა იმატა


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებიან. ხალხის რაოდენობამ იმატა - გადაიკეტა რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიც.

ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებს მიმართა გიორგი მშვენიერაძემ, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დამფუძნებელმა და "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთმა ლიდერმა და განაცხადა, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია.

  • შს მინისტრის გადადგომა
  • 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება
  • მსჯელობის დაწყება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია ვებრძვით ჩვენს ფსევდო ერთმორწმუნე ერს. ჩვენ უნდა გავიწმინდოთხელისუფლებისაგანაც, რომელიც ხშირად აივსება ხოლმე რუსული ნარა​ტივებით და უნდა გავიწმინდოთ ჩვენი სულებიც", - განაცხადა მშვენიერაძემ.​

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამაც, რომლის განცხადებით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა დადგენილება შემდეგი მოთხოვნებით:

1. ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილს საქართველოს არაფორმალური მმართველობა ჩამოერთვას;

2. აიკრძალოს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება";

3. გადააყენონ შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი;

4.საქართველოში აღდგეს სამართლიანი სასამართლო და გაუქმდეს ივანიშვილის უკანონო გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოსთვის მოსამართლეების უპირობო დანიშვნის უფლება;

5. დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

აქცია რუსთაველზე გრძელდება.

XS
SM
MD
LG