Accessibility links

site logo site logo

ბერა ივანიშვილი საპროტესტო აქციის მუხტს იზიარებს


"მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები", - წერს ფეისბუკის გვერდზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი.

​ბერა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მხარში დგომას პირდება და წერს:

"მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.
მუდამ თქვენი ბერა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG