Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები, თქვენს გვერდით ვიდგე


პარლამენტის წინ მიმდინარეაქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა და მათ უთხრა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მათ გვერდით იდგება:

„ძალიან მიყვარხართ ასეთები. თქვენი ყველა მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამ ქვეყნის მომავალი თაობა ხართ, თქვენზე დგას საქართველო და არავის აქვს უფლება, თქვენ გადაგაბიჯონ! სახელმწიფოც, ხელისუფლებაც, მთავრობაც თქვენ ხართ", - უთხრა მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრების აქციის მონაწილეებს.

მისი სიტყვებით, უკვე მეათე თვეა, უსამართლობას სწორედ პარლამენტის წინ გაშლილი კარვინდან ებრძვის, წელიწადნახევარია, მისთვის დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ გაუცია:

"ცდილობენ, რაღაც სიბინძურით, ტყუილით ადამიანებს რაღაც დააჯერონ. ამას მე არ დავუშვებ, თქვენთან და მხოლოდ თქვენთან ერთად! ამიტომ მე მჯერა თქვენი გვერდში დგომის. ვცდილობ და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები, ვიდგე თქვენ გვერდით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გააძლიეროს მთელი ქვეყანა და ერი. მადლობა ყველას გულით, რომ ხართ ასეთ სულით გაუტეხავი და მებრძოლი ადამიანები!“, - ასე მიმართა მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

რუსთაველზე გრძელდება ხალხმრავალი აქცია, რომელიც 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მთელმა საქართველომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იხილა.

XS
SM
MD
LG