Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ოფისთან დემონსტრანტები ხელებაწეულები მივიდნენ


22 ივნისის საპროტესტო აქცია მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ოფისთან დასრულდა.

აქციის მონაწილეები "ოცნების" ოფისთან ხელებაწეულები მივიდნენ. მათ იქ სამართალდამცველების კორდონი დახვდა.

აქცია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და მონაწილეებმა იქაც დააფიქსირეს მთავარი მოთხოვნები.

​მოთხოვნები უცვლელია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგონა, 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

მათ ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის დღის ორ საათამდე მისცეს. დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქცია პარლამენტის წინ ისევ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG