Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის მონაწილეები დაიშალნენ


საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, დაიშალნენ. მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ, მათ მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ამის შემდეგ კი დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ორგანიზატორთა განცხადებით, თუ შს მინისტრი გიორგი გახარია, 23 ივნისს, 14:00 საათამდე არ გადადგება, საპროტესტო აქცია 19:00 საათზე ისევ პარლამენტის შენობასთან განახლდება.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ისინი ასევე ითხოვენ 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას და მოძალადე პოლიციელების დასჯას.

მანამდე აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ ერთ-ერთი გამომსვლელის მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს.

XS
SM
MD
LG