Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის სცენა რუსთაველის გამზირიდან წაღებულია


აქციის მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტები მწვავედ აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული სცენა მათ დღეს იქ აღარ დახვდათ.

თბილისის მერიამ სცენა და ბანერები მოგვპარა... კალაძე, დაგვიბრუნე ჩვენი სცენა, - წერენ სამოქალაქო აქტივისტები ფეისბუკში.

რადიო თავისუფლება ფაქტის გადასამოწმებლად თბილისის მერიას დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარი გაკეთდება, მაგრამ უცნობია - როდის. არ არის პასუხი შეკითხვაზე - თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დაიშალა თუ არა სცენა რუსთაველის გამზირზე.

აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ თბილისის მერიის გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.

ორგანიზატორების გეგმის თანახმად, საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისიდან მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, 23 ივნისს 19:00 საათიდან განახლდება.

XS
SM
MD
LG