საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, პატრიარქმა არ დააკონკრეტა, თუ რა „ცუდ მოვლენებზე“ საუბრობდა ის.
„ცუდი მოვლენებია ჩვენ გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა“,- განაცხადა ილია მეორემ.
კათოლიკოს-პატრიარქმა მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო სინანული გამოთქვა.
„გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს მისი სული,“ - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე ილაპარაკა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შესახებ.
„დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს მისი სული და დაამკვიდროს სადაც მართალნი განისვენებენ“, - განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.