Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: მელიას საქმეზე პროკურატურის მოწმეები სუს-ის აგენტები არიან


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ნიკა მელიას ბრალდების მოწმეები არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, პროვოკატორები, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ აქციაში.

„სოციალურ ქსელში არის ფოტოები პოლიციელებთან ერთად გადაღებული მოწმეებისა, რომლებიც წარმოდგენილი არიან აქ. არიან სუს-ის აგენტები. მონაწილეობდნენ აქციაში და არიან პროვოკატორები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი სიტყვებით, ეს მოწმეები იძლევიან ჩვენებებს, რომ ნიკა მელია იყო ორგანიზატორი და რომ გახარია არის გმირი. „ერთადერთი მტკიცებულება არის ეს მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ნიკა მელიამ დააორგანიზა და აპირებდა პარლამენტში შეჭრას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი სიტყვებით, 4 მოწმე არის სუს-ის აგენტი, 2 მოწმე არის პროკურატურის და შსს-ს მხარდამჭერი. შესაბამისად, ყველა მტკიცებულება არის გაქარწყლებული, ამბობს რომან გოცირიძე და დეპუტატებს პარლამენტის სესიის ბოიკოტირებისკენ მოუწოდეს. რომ არ დაესწრონ სხდომას, სადაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემას უნდა უყარონ კენჭი.

XS
SM
MD
LG