საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით ცნო მთაწმინდის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ლადო კახაძის უფლებამოსილება. ლადო კახაძეს უკვე შეუძლია შეუდგეს დეპუტატის საქმიანობას.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად არჩევნების ორი ტურის ჩატარება გახდა საჭირო. მეორე ტურში ლადო კახაძის უშუალო მეტოქე „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იყო.
ლადო კახაძეს მთაწმინდის ამომრჩევლის 61,83%-მა დაუჭირა მხარი. იგი არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარდგინებით მონაწილეობდა.