Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში შესაძლოა, დღეს გადაწყდეს, რომელ კანდიდატებს ერგებათ ევროკავშირის ხელმძღვანელთა პოსტები


ევროკავშირის ლიდერები კვლავ შეეცდებიან შეთანხმებას იმის შესახებ, თუ ვის ერგება ბლოკის წამყვანი ხუთი თანამდებობა.

ესენია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთა თანამდებობები.

სამშაბათს სტრასბურგში გაიმართება ახალი მოწვევის ევროპარლამენტის პირველი სხდომა და ამ ორგანოს ახალი თავმჯდომარე უნდა გაუძღვეს.

ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ ვახშამზე, რომელიც ბრიუსელში 18 საათზე (საქართველოში 20 საათზე) იწყება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ წყაროების თანახმად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის წინადადებაა, რომ ევროკომისიას სათავეში ჩაუდგეს მემარცხენე-ცენტრისტული ძალების კანდიდატი, ხოლო ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტები ერგოს მემარჯვენე-ცენტრისტებს.

ასევე „როიტერსის“ თანახმად, ცენტრისტულ ალიანსს, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიაც ეკუთვნის, სავარაუდოდ, დაეთმობა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი.

არაფერია ნათქვამი ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატზე.

XS
SM
MD
LG