Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აქციაზე ნინო ქათამაძის გამოსვლას ელოდებიან


ნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე

დღეს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე შესაძლოა, ნინო ქათამაძემ იმღეროს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

ნინო ქათამაძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ 22 ივნისს მისი ბოლო კონცერტი გაიმართა რუსეთში:

"დიახ რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!"

ნინო ქათამაძე წერს, რომ მას არასოდეს მიუღია რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონცერტებში მონაწილეობა და მისი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა:

"ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შევუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს! რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოეული თქვენგანის სახის დანახვისას, თითოეული თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი! მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე.​”

XS
SM
MD
LG