Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე გავრილოვთან გადაღებულ ფოტოზე - ეს პროვოკაცია იყო


"მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე, რუს დეპუტატთან საერთო ფოტოს გადაღება რუსების მხრიდან პროვოკაცია იყო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, ეს ისეთივე პროვოკაცია იყო, როგორც გავრილოვის დასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„ჩვენ ვიყავით მიღებაზე, რომელიც გაიმართა, და როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი. ესეც იყო პროვოკაცია, ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მეორე დღესაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის სიტყვებით, ყველაფერზე რაც პარლამენტში ხდება, საბოლოო პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს ეკისრება.

„ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

XS
SM
MD
LG