Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების მხარესაც ვიდექი და ბარიკადებზეც - ორივე მწარე იყო


ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ორივე მხარეს ვყოფილვარ. რევოლუციურ სიტუაციაში ოპოზიციის ბარიკადების მხარესაც ვიდექი და ხელისუფლების მხარესაც. მერწმუნეთ, ორივე მწარე გამოცდილება იყო“, - განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი რევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად სწორ და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეძლებს შეცდომების გამორიცხვას, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს და პროცესები რევოლუციური სცენარით არ განვითარდეს“, - განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ბურჯანაძის სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და საბოლოოდ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომლის ხილვაც პარლამენტში სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG