1 ივლისს ყაზბეგში, მყინვარისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ეკო სასტუმრო ალტიჰატთან ფოტოგრაფმა გიორგი არჩუაშვილმა გადაიღო გაყინული ყვავილების მდელო.
სასტუმრო ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მდებარეობს. 30 ივნისსა და 1 ივლისს ამინდის გაუარესება საქართველოს არაერთ რეგიონში დაფიქსირდა.