Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 20-21 ივნისს პარლამენტთან სპეცოპერაციაში მხოლოდ შსს-ს დანაყოფები მონაწილეობდნენ


შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციაში სხვადასხვა სამინისტროების ქვედანაყოფების მონაწილეობის ფაქტს და აზუსტებს, რომ აღნიშნულ სპეცოპერაციაში მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

„სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.
ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ
შეესაბამება სიმართლეს“, -
აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG