Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვითელი მიკროავტობუსები გარეუბნებში გადაინაცვლებს


მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს.

თბილიsის ძირითად არტერიულ ქუჩებზე კი, მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე - მხოლოდ ავტობუსები ივლის. ამ ქუჩებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსები

მუმლაძის სიტყვებით, ე.წ. ყვითელი მარშრუტკები 2020 წლის ბოლომდე სრულად განახლდება.

“მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა”, - განაცხადა მუმლაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG