ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის, პეტრე ტოლსტოის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში და რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია.
„შესაძლოა, რუსეთის დუმის წევრები ასე ამბობენ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მოუწოდებს რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის შეთანხმებას და წაიღოს უკან ამ რეგიონების ე.წ. აღიარება“,- განაცხადა რუდმა.