Accessibility links

site logo site logo

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შსს-თან იკრიბებიან


მიუხედავად, თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმებისა, ნაციონალისტური ჯგუფების წევრები ამ წუთებში შსს-სთან იკრიბებიან. „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა არ დაუშვან მარშის ჩატარების შესაძლებლობა.

ნაციონალისტური ჯგუფები გეგმავენ შეკრებას ვერის პარკშიც, 10 საათიდან. განცხადება ამის შესახებ 7 ივლისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გაავრცელა.

ნაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენლის ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადებით, ისინი შსს-სთან დღეს დილის 06:00 საათიდან იმყოფებიან. ალექსანდრე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, სამღვდელოება და მრევლი არის შეკრებილი რესპუბლიკის მოედანზეც. 10:00 საათზე კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვერის ბაღში გეგმავენ მისვლას. ფალავანდიშვილის თქმით, სამღდველოების ნაწილი რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთანაც გამოვა.

„პრაიდი ოფიციალურად არ გადადებულა, ისინი რეაგირებენ ჩვენ პროტესტზე. აქ მოვედით და ამიტომ წავიდნენ. ჩვენ თუ მოვდუნდებით და სახლში წავალთ, ჯინაზე პირდაპირ ვერის ბაღში ჩაგვიტარებენ. ქალაქში, სხვადასხვა ადგილებში სულ ვმოძრაობთ. შსს-სთანაც შევხედავთ სიტუაციას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აცხადებს ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

თბილისი პრაიდი, რომლის გამართვაც 8 ივლისს, 09:00 საათზე, შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფი.

ინფორმაცია ღირსების მარშის შსს-სთან ჩატარების თაობაზე 7 ივლისს, გვიან გავრცელდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა მარშის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს და შეიქმნა ძალადობის საფრთხე, მარშის ორგანიზატორებმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG