Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, ეს არის დროის გაწელვა


პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთავარ პროკურატურასთან საგანგებო განცხადება გააკეთა.

მისი სიტყვებით, პროკურატურამ 6 მაისს დადო პირობა, რომ ორ თვეში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შედეგებს გამოაქვეყნებდა. თუმცა, 2 თვით თავზე საგამოძიებო უწყებიდან მას პასუხი არ მიუღია.

„6 მაისს დადო ხელისუფლებამ პირობა, რომ თემირლანის საქმესთან დაკავშირებით შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებდნენ. გამოდის, რომ პროკურატურამ შეიყვანა პარლამენტი შეცდომაში, მაგრამ რაც პროკურატურა, ის პარლამენტი.ორივე არის ნაძირალა და არარაობა“, -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვიმა.

მისი სიტყვებით გამოძიებას არავითარი შედეგი არ აქვს და რეალურად დროის გაწელვით არიან დაკავებული.

„არანაირი პასუხი და არანაირია გამოძიების შედეგები არ არის. ამბობენ - მიმდინაროებს გამოძიება, მაგრამ არანაირია გამოძიება არ მიმდინარეობს, უბრალოდ მიმდინარეობს დროის გაწელვა, ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს არ იტყვიან, რომ დიახ, ჩვენ დავაშავეთ. ამ ბოტორ სისტემაში იმაზე საუბრობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის აღიარება არ იქნება და დანარჩენზე ყველაფერზე წავალთ“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

6 მაისს მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. "ამჟამად, მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების და დამნაშავეების დასშჯის მოთხოვნით 11 თვეა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენმა უარითქვა დროებით საგამოძიებო კომისიი შექმნაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG