Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვს მიეშურება


უახლოეს დღეებში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ჩავლენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილმა ფეისბუქზე წერს.

როგორც ის იწერება, "მეგობრების ვიზიტი მოსკოვში სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს".

"არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება... მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით", - წერს ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი „ძალზედ ღირსეულ და დროულ“ გადაწყვეტილებად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ მხარი არ დაუჭიროს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას.

XS
SM
MD
LG