Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აქციის დაშლის ბრძანება გახარიამ გასცა“


პოლიტოლოგიმა მამუკა არეშიძემ დღეს, პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გახარიას თქმით, აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა და გადადგომასაც არ აპირებს.

“მინისტრმა მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, რა მოხდა ზოგადად 20 ივნისს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველაფრის თქმის საშუალება არ აქვს. მან განაცხადა, რომ არ აპირებს არსად წასვლას, ხოლო, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ეს საკითხი ბოლომდე არის მისი პასუხისმგებლობა, ისაა მთელი ამპროცესის თავიდათავი და ბრძანებაც მისი გაცემული იყო მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით. გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა იყო რამდენიმე შემთხვევაში.​"- ამბობს მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგის თქმით, ექსპერტები შედეგების სწრაფად დადებას ითხოვდნენ და საზოგადოების კითხვებზე პასუხის მიღებას. პროცესი შეიძლება გაიწელოს, რადგან გახარიამ თქვა, რომ „გარკვეული პასუხები არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს და ვერ გვეტყვის.“

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ დახურულ კარს მიღმა შეხვდა ექსპერტებს და 20-21 ივნისის აქციის დაშლისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრა.

XS
SM
MD
LG