Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე "ევროპული საქართველოსგან" განმარტებებს ითხოვს


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ წევრისგან ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის, რაც, ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ, რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?“, - წერს გიორგი ბარამიძემ.


13 ივლისს, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში მიუთითებს, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე.

ოთარ კახიძის მოსაზრებას იზიარებს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ ნიკა მელიას განცხადება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG