ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური მდივანი, ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ ბლოკი სრულად უჭერს მხარს ერაყის ძალისხმევას აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის შემცირების და "ნებისმიერი არასწორი გათვლის" თავიდან არიდების მიზნით.
13 ივლისს, ბაღდადში, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამად ალ-ჰაკიმთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მოგერინიმ თქვა, ბრიუსელი აფასებს და მხარს უჭერს ერაყის პოლიტიკას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა მის მეზობელთანო და გამოვიდა გაფრთხილებით რეგიონში "სახიფათო თავგადასავლების" შესახებ.
მოგერინის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ერაყის წინადადებას გაიმართოს რეგიონული კონფერენცია ირანს, და სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს, მაგალითად საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის. "ევროკავშირის გამოცდილება ის არის, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ყოველთვის უკეთესია ლაპარაკი, გაურკვეველი გზების ძიების ნაცვლად, რაც შეიძლება ყველასათვის სახიფათო იყოს" - თქვა მოგერინიმ.
ბაღდადი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ირანთანაც და აშშ-სთანაც, გამოვიდა წინადადებით იყოს შუამავალი ამ ორ ქვეყანას შორის, დაძაბულობის ზრდის ფონზე.