მოსკოვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვალენტინ გორბუნოვი დათანხმდა შეხვედრას ქალაქის საბჭოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატებთან, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალადობრივად დაარბია ამგვარი შეხვედრის გამართვის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები.
გორბუნოვმა, რომელიც მოსკოვის არჩევნებს 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს, რადიო "ეხო მოსკვის" 15 ივლისს უთხრა, რომ მზად არის თავის ოფისში შეხვდეს დამოუკიდებელ კანდიდატებს. ერთი დღით ადრე, მოსკოვის პოლიციამ მოსკოვის საარჩევნო კომისიის შენობის წინ დააკავა 25-ზე მეტი დემონსტრანტი. აქცია ოპოზიციის კანდიდატების მიერ იყო მოწვეული, მას შემდეგ, რაც ისინი არჩევნებს გამოთიშეს. პოლიციის განყოფილებაში წაყვანილ მოქალაქეებს შორის იყვნენ კანდიდატები ილია იაშინი, ლიუბოვ სობოლი, ივან ჟდანოვი და იულია გოლიამინა.
სექტემბერში დანიშნულ, მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს 4500 ხელმოწერა უნდა წარედგინა 6 ივლისამდე. საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ხელმოწერებიდან ბევრი ყალბად მიიჩნია, განაცხადა, რომ არასწორი იყო სახელები, მისამართები ან საპასპორტო მონაცემები - რაც ოპოზიციის კანდიდატებმა უარყვეს და კომისიის ნაბიჯი მიიჩნიეს მათი არჩევნებიდან გამოთიშვის მცდელობად.