Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღწეულია შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეების გაცვლის შესახებ


2019 წლის 27 მაისი: ყირიმის ნაპირებთან 2018 წლის ნოემბერში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები მოსკოვის სასამართლოში
2019 წლის 27 მაისი: ყირიმის ნაპირებთან 2018 წლის ნოემბერში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები მოსკოვის სასამართლოში

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც „ნორმანდიის ფორმატით“ იმართება, მიაღწიეს შეთანხმებას კიევსა და სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლის შესახებ. „ნორმანდიის ფორმატში“ მონაწილეობენ გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, ტყვეებს ერთ თვემდე პერიოდში გაცვლიან და ჯერ არ არის დადგენილი მათი რაოდენობა.

პრისტაიკოს ამ განცხადებამდე, 15 ივლისს, კიევში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის სახალხო დამცველების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ყირიმის ნაპირებთან შარშან დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურის რუს ტყვეებში გაცვლის შესაძლებლობა.

ტყვეების შესაძლო გაცვლაზე იმსჯელეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც 11 ივლისის სატელეფონო საუბრის დროს.

2014 წლის მარტში რუსეთმა უკანონოდ მიიერთა უკრაინის კუთვნილი ყირიმი, ხოლო აპრილში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთი სეპარატისტებს ეხმარება უკრაინის ჯარებთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG