Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტინ ლაგარდი ტოვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობას


ფრანგი ეკონომისტი კრისტინ ლაგარდი ტოვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობას მას შემდეგ, რაც დასახელდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად.

ლაგარდმა, რომელიც 2011 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, 16 ვლისს გამოაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება 11 სექტემბრის ჩათვლით.

ევროპის ცენტრალური ბანკის სათავეში ჩასადგომად მას ევროპის პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება. თუ მხარდაჭერას მოიპოვებს, ის 31 ოქტომბერს შეცვლის მარიო დრაგი ერთი, რვაწლიანი ვადით.

ევროპის ცენტრალური ბანკი ფრანკფურტშია განთავსებული და მართავს ევროკავშირის იმ 19 ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას, რომელშიც საერთო ვალუტა ევროს იყენებენ.

XS
SM
MD
LG