Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: 20 ივნისის მოვლენების ფალსიფიკაცია საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს


„ბრალდების მხარე ცდილობდა გამოკითხვა ისე წაეყვანა, ვითომ მიმდინარეობდა თუ არა 20 ივნისის დილიდან, პიროვნებების რაიმე ჯგუფის მიერ მოლაპარაკება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ან ძალადობის გამოყენებაზე“, - განაცხადა სასამართლო გამოკითხვიდან გამოსულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

„ჩემი პასუხი იყო, რომ მე ასე იმპროვიზებული არაფერი მინახავს, როგორიც 20 ივნისის მანიფესტაცია იყო“.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ 20 ივნისს დილიდან სწორედ მოქალაქეებმა დაგეგმეს აქცია სოციალური ქსელების მეშვეობით და ნურც ერთი პოლიტიკური პარტის ნუ ეცდება იმის მტკიცებას, თითქოს ის იყო რამის ორგანიზატორი:

„მე არ მინახავს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ნორმალური ხმის აპარატურაც კი არა აქვს“.

გრიგოლ ვაშაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ მან დეტალურად მოყვა, თუ რა ხდებოდა იმ ღამით პარლამენტის შენობასთან. მისთვის სასამართლოზე არავის მტკიცებულებები არ უჩვენებიათ.

„მე მათ ავუხსენი, რომ არაფერს კარგს, საქართველოს და მის ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას არ მოუტანს 20-21 ივნისის მოვლენების ფალსიფიკაცი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას. გამოძიების საგანია რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს პარლამენტში შეჭრის მცდელობა და სამართალდამცავებზე ძალადობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG