Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში - მზად ვარ გავითვალისწინო დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი


დავით დვალი, პაატა სალია და ქიბარ ხალვაში

რუსთავი2-ის მფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ გაიმარჯვა რუსთავის 2-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც და მზადაა მომავალში მათი ინტერესებიც გაითვალისწინოს:

„გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 18 ივლისს, 12 საათზე გახდა ცნობილი.

წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG