Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის დირექტორად თავისი ადვოკატის დანიშვნას გეგმავს


პაატა სალია
პაატა სალია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი.

„ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია“ - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

2017 წლის გაზაფხულზე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ “რუსთავი 2”-ის წილების გაყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწია ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან, ისინი მიიღებენ კომპანიის ნახევარს და დავით დვალი გახდება ტელეკომპანიის დირექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG