ჩელიაბინსკში სასამართლომ ექსტრემისტული მასალების გავრცელებისთვის დააჯარიმა მოძრაობა "სტოპ გოკის" ორი აქტივისტი ქალი - იუწყება 74.ru, აქტივისტების სახელების დასახელების გარეშე. განსასჯელებს 15 დღით ემუქრებოდა პატიმრობა, მაგამ სასამართლომ მათ ათას-ათასი რუსული რუბლის, ანუ დაახლოებით 16 დოლარის გადახდა დააკისრა.
აქტივისტებიდან ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გაავრცელა ე.წ. "დალესის გეგმა საბჭოთა კავშირის (რუსეთის) განადგურების შესახებ". 2015 წელს ასბესტის საქალაქო სასამართლომ ეს ტექსტი ექსტრემისტულად მიიჩნია. მეორე ქალმა სოციალურ ქსელი განათავსა ლექსი, რომელიც "აზრობრივად მაქსიმალურად გავდა" ტექსტს "უკანასკნელი სურვილი ივანებს". ეს ლექსი 2012 წელს ასევე ექსტრემისტულ ტექსტად ჩაითვალა.
"სტოპ გოკი" წარმოადგენს ჩელიაბინსკში მოქმედ ეკოლოგიურ მოძრაობას, ის იბრძვის "ტომინსკის" სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობის წინააღმდეგ. აქტივისტების შეფასებით, მშენებლობა აბინძურებს წყალსაცავს, რომელიც ჩელიაბინსკის და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის სასმელი წყლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
"დალესის გეგმა" პოპულარობით სარგებლობს შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილ, ანუ კონსპიროლოგიურ წრეებში. ამ წრეების რწმენით, ის აღწერს ცივი ომის პერიოდის აშშ-ის სამოქმედო გეგმას, საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად მისი მოსახლეობის დემორალიზაციის გზით. მის ავტორობას მიაწერენ 1953-1961 წლებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს, ალენ დალესს. ამ ტექსტის ინგლისური ორიგინალი არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი. რუსულ ბეჭდურ წყაროებში ეს ტექსტი 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და წარმოადგენს ფრაგმენტებს ანატოლი ივანოვის რომანიდან "მუდმივი ძახილი".